"თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას"

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებას და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მათ შორის ჭიჭინაძემ კობახიძის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა უკრაინის ავტოკეფალიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მხარდაჭერის საკითხს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს.

დავით ჭიჭინაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კობახიძე საპატრიარქოს საქმეებში აპირებს ჩარევას, სჯობს „თმის ნაცვლად, წვერი მოუშვას".

„კობახიძე საერთოდ მე ვფიქრობ საერთოდ ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. შესაბამისად თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.