სალომე ზურაბიშვილისთვის 5 მაისიდან საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყება, - ამის შესახებ განცხადებას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აკეთებს.
ასტროლოგი იგივეს პროგნოზირებს თბილისის მერთან, კახი კალაძესთან დაკავშირებითაც.
„სალომე ზურაბიშვილისთვის 5 მაისიდან საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყება ¬ კახა კალაძისთვისაც, რადგან ორივე თევზებია. თევზებში გადავა შავი მთვარე, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ.
სალომე ზურაბიშვილს მფარველი ანგელოზი პირად ჰოროსკოპში მერწყულში ჰყავს, ეს ნიშანი კი რუსეთს მართავს. გახსოვთ, ალბათ, რომ რუსეთის ჯარი გავიდა მაშინ, როცა ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლავროვთან, რომელიც ისევ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილი მოაწესრიგებს ამ ურთიერთობას", - ამბობს „კვირის პალიტრასთან" ცაგარელი.