უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ბიჯო, გაანებეთ თავი ამ რუსული აგიტაცია-პროპაგანდის გავრცელებას თავი, თანაც აშკარად უფასოდ! ლუგარის სახელობის სამედიცინო კვლევების ლაბორატორია ქვეყანაში ერთად-ერთი თუ არა, ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური დაწესებულებაა და უმნიშველოვანესი ადგილი უკავია ქვეყნის სწრაფ, მდგრად განვითარებაში! თუ მაინცდამაინც არ იჯერებთ ადამიანის ნათქვამს და რჩევას, შეიკრიბეთ რამოდენიმე ადამიანი ჯგუფად და მიბრძანდით ექსკურსიაზე ლაბორატორიაში – აქვთ მათ ასეთი საგანმანათლებლო პროგრამა-რამდენადაც ვიცი. რა თქმა უნდა, ყველა კუთხე-კუნჭულში არ და ვერც შეგახედებენ, მაგრამ ზოგადი, სწორი წარმოდგენა აუცილებლად შეგექმნებათ მის ფუნქციონირებასა და დანიშნულებაზე! ძალიანაც უნდათ მსგავსი ინსტიტუტი თვითონ ჰქონდეთ ჩვენს ჩრდილოელ “მეზობლებს” , მაგრამ – “არა შეჯდა მწყერი ხესაო…”- გაგიგიათ მე მგონი…”-წერს მირიან ყარაულაშვილი.