წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მომხდარ დაპირისპირებას პაციენტის დედა ეხმაურება.
მისი განცხადებით, მის შვილს კლინიკის ექიმებმა სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, რამაც თავის ტკივილითა და ვირუსით შეწუხებული ახალგაზრდა მამაკაცი მდგომარეობიდან გამოიყვანა.
„ვინმე ნინო პოპიაშვილმა, რომელიც მუშაობას მიხაელოვის საავადმყოფოში დაწერა პოსტი, რომ ვიღაც ნარკომანმა მოითხოვა ნარკოტიკი, ექიმმა არ მისცა და ცემა ექიმი-აი ეს დააბრალა. სინამდვილეში იყო ის, რომ ცუდად იყო ჩემი შვილი, ახლაც საავადმყოფოში ვართ. ფილტვების ანთება და ვირუსული ინფექცია აქვს. ექიმი ძალიან ცუდად დაელაპარაკა. თავის ტკივილით ჭკუიდან გადასულ ადამიანს ისე როგორ უნდა დაელაპარაკო ექიმი, რომ დაწოლილმა ხელი დაგარტყას, რა უფლებით აბრალებს ვიღაცა, რომ ის იყო ნარკომანი და ამის გამო ექიმი სცემა, რა უფლებით?"-ამბობს პაციენტის დედა თამარ ნიშნიანიძე.
მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, რომლის მიღებაზე უარის შემდეგ, ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.