ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვა ჩატარდა. საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ. წირვა აღავლინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.