ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მედიაში გავრცელებულ ინფრომაციას, შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ნათელა მაჭავარიანის დანიშვნის შესახებ, ეხმაურება. მძინარაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მაჭავარიანის კანდიდატურას უალტერნატივოდ მიიჩნევს.
“კონსტიტუციით, პრეზიდენტს მხოლოდ შეწყალების უფლება აქვს ექსკლუზიურად და ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ უალტერნატივოა.
ნათელა მაჭავარიანი ნამდვილად არ ჩააყენებს პრეზიდენტს უხერხულ მდგომარეობაში. ამ ვითარებაში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა კრიტიკას ვერ უძლებს, ეს დანიშვნა შეწყალების კომისიას აუცილებელ ნდობას დაუბრუნებს.”-წერს ბონდო მძინარაშვილი.