მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსხურმა (ФСБ) მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ის მოქალაქე პოლ უილიანი დააკავა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ფედერალური სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღიძრა. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.