უკრაინა შავ ზღვაში კონტროლის ზონას აფართოვებს

უკრაინა შავ ზღვაში კონტროლის ზონას აფართოვებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შავ ზღვაში უკრაინის კონტროლის ზონა გააფართოვა.

"ტერიტორიული წყლების სიახლოვეს მდებარე ზონა, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, არ წარმოადგენს არც იურისდიქციის და არც სუვერენიტეტის ზონას. ეს არის საზღვაო მონაკვეთი, რომელშიც შესაძლებელია შეზღუდული კონტროლი განხორციელდეს. ეს კანონი უზრუნველყოფს საბაჟო, ფისკალური, სანიტარული და მიგრაციული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების აღმოფხვრას”, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.