სალა და 4 ტომარა კარტოფილი - საახალწლო საჩუქარი პუტინს ლუკაშენკოსგან

სალა და 4 ტომარა კარტოფილი - საახალწლო საჩუქარი პუტინს ლუკაშენკოსგან

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ სალა და ოთხი ტომარა კარტოფილი გაუგზავნა საჩუქრად.

ბელარუსის მეთაურის პრესმდივანი ნატალია ეისმონტის ცნობით, პუტინმა თავად მოისურვა, რომ ლუკაშენკოს მისთვის საკუთარ ეზოში მოყვანილი კარტოფილი ეჩუქებინა. ტომრებში რამდენიმე ელიტური ჯიშის კარტოფილია, რომელთაგან თითოეული კონკრეტული კერძისთვის არის განკუთვნილი.

დსთ-ის ქვეყნების სხვა ლიდერებს ნაკლებად გაუმართლათ - მათ ლუკაშენკომ მხოლოდ ნაძვის ხის ბურთები აჩუქა.