სერბეთში პრეზიდენტის გადადგომასა და როგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ

სერბეთში პრეზიდენტის გადადგომასა და როგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრეზიდენტ ვუჩიჩის და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, ლოზუნგით - "ვუიჩიჩი ქურდი", მრავალათასიან საპროტესტო აქცია -გაიმართა. პროტესტის მიზეზი ნოემბრის ბოლოს ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმა გახდა, რაც მის მიერ პრეზიდენტის კრიტიკის გამო განხორციელდა.

დემონსტრანტები ვუჩიჩის გადადგომას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შეწყვეტას, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.

გუშინდელი აქცია უკვე მეოთხე საპროტესტო აქციაა, რომელიც ბოლო კვირებში ბელგრადში ჩატარდა.