“ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა საქართველოს შემარცხვენელი ადამიანი

“ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა საქართველოს შემარცხვენელი ადამიანი"

"ბიძინა ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც საქართველოს შემარცხვენელი იყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში" - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, სოსო ცისკარიშვილმა ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

"ლევან მურუსიძე ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ შემოგვაპარეს. კითხვით, თუ რატომ? უნდა მიმართოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ რომ სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც საქართველოს შემარცხვენელი იყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში.

ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილი. ჯერ ეს ერთი მისი გამონათქვამები საკუთარ თავზე მიუთითებს, რომ კვალიფიციურ ექიმს უნდა გაესინჯოს. საკუთარი თავის ქებამ და ასეთმა გაუგებარმა ფრაზეოლოგიამ, რასაკვირველია, შეიძლება ნებისმიერი მოულოდნელი შედეგი შექმნას და ეს ფაქტი, რასაკვირველია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტართა დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ მათი მამამარჩენალის კლანჭებში სუფევს", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.