„თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს „ქართული ოცნება“ აუცილებლად“

„თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს „ქართული ოცნება“ აუცილებლად“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" სხვადასხვა ჯგუფებად დაიყოფა.

"გარდაუვალია ამ ძალის დაშლა და შემდეგ განადგურება პოლიტიკური ველიდან, თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს „ქართული ოცნება" აუცილებლად, არაფერზე ესენი არ დგანან, გარდა ფულისა და რაღაც მდგომარეობის შექმნისა, მათ არც სახელმწიფო ინტერესები იციან რა არის და ზუსტად იციან, რომ მოვიდნენ რაც შეიძლება ბევრი ფული რომ იშოვონ, ჩემი აზრით მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ეს გუნდი აუცილებლად დაიყოფა", - განაცხადა ნიკა მელიამ "ტვ პირველთან".