თბილისში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ცხედრები დღეს დილით იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.