სასამართლომ “ბახალა” გაამართლა – ირაკლი ქორიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ “ბახალა” გაამართლა – ირაკლი ქორიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის საქმეზე გაამართლა, ამავე საქმეში ბრალდებულ ირაკლი ქორიძე სასამართლომ დამნაშვედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ამის მიუხედავად, გიორგი გიორგანაშვილი მაინც რჩება პატიმრობაში, რადგან ის უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.