“ცემისგან უგონო მდგომარეობაში, მუხათგვერდის სასაფლაოზე აიყვანეს და საფლავებს შორის ჩააგდეს!”

“ცემისგან უგონო მდგომარეობაში, მუხათგვერდის სასაფლაოზე აიყვანეს და საფლავებს შორის ჩააგდეს!”

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში  “ფეისბუქი”, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ბიძინა გეგიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„ბევრმა არ იცის და… ბიძინა გეგიძე 26 მაისს სადისტურად ცემის მერე, ცემისგან ნახევრად უგონო მდგომარეობაში, ზურგს უკან ხელბორკილ დადებული მუხათგვერდის სასაფლაოზე აიყვანეს და საფლავებს შორის ჩააგდეს! დღეს “ოცნების” კვოტით შემძვრალი ვიღაც სათვალიანი “…”  დადგება და დაუწყებს ახსნას, რომ ამ ამბების „გამპრავებელი მოსამართლეები“ ერს სჭირდება“ – წერს მალხაზ თოფურია “ფეისბუქზე”, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “თვითონ (ბიძინა გეგიძე) არასდროს დაიწუწუნებს არაა მის ხასიათში.”