”გოგებაშვილის დედა ენა ვერ ”გვიქაჩავდა”? იქნებ ილიას და ვაჟას შემოქმედებაც ძველმოდურია?!

”გოგებაშვილის დედა ენა ვერ ”გვიქაჩავდა”? იქნებ ილიას და ვაჟას შემოქმედებაც ძველმოდურია?!

მსახიობი ია სუხიტაშვილი სოციალურში პოსტს აქვეყნებს

”ეტყობა პრობლემა ჩემშია, ვერ ვხვდები რა ხდება, რატომაა გოგებაშვილის დედა ენაზე ამხელა დისკუსია და რატომ გაიყო ერი ამის გამო ორად?! პირველ კლაში ბავშვი სწავლობს წერა კითხვას, ხომ ასეა?! სწავლობს ი რომელია, მერე მის წერას, მერე ა-ს და მის წერას, რატომ გოგებაშვილის დედა ენა ვერ ”გვიქაჩავდა” ამ ამბავს? ანუ ახლა “ჯ” ასოთი გნებავთ დავიწყოთ ბგერების შესწავლა თუ “წ”ასოთი? რას აწვებით, გააგებინეთ, რა ხალხს, ცოტა სიღრმისეულად და საერთოდ რას გავს სკოლის პროგრამა?! იქნებ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაც ძველმოდურია და სტანდარტებს არ შეესაბამება და ვაჟა იქნებ საერთოდ ამოვიღოთ მასალიდან? ვეღარ ვხვდები რა გინდათ მართლა! რასაც თვალს მოვკრავ ჩემი შვილის სახელმძღვანელოში, განსაკუთრებით ლიტერატურის კუთხით, ის, რა ლექსებსაც აძალებთ რომ ისწავლონ, აი, ეგააა სიდებილე და არა გოგებაშვილი და ილია!”, – წერს ია სუხიტაშვილი.