მურისიძის დანიშვნა, ივანიშვილის მიერ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გაფორმებული კონტრაქტის შედეგია

მურისიძის დანიშვნა, ივანიშვილის მიერ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გაფორმებული კონტრაქტის შედეგია

იუსტიციის საბჭოს მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება – ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით, კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი გახდა პოლიტიკოსებისა მხრიდან.

“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძის უვადო გამწესებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ოთარ კახიძის თქმით, თუ მმართველ გუნდს სასამართლო სისტემის მდგომაროება აღელვებს, მაშინ მათ პოლიტიკური ამბიციები გვერდით უნდა გადადონ.

“ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა არამხოლოდ სასამართლოს მმართველი ჯგუფის მოსამართლე წევრებმა, არამედ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა​ სამმა არამოსამართლე წევრმა გზირიშვილმა, ქადაგიძემ და ხარებავამ. ბატონი მურისიძის დანიშვნა არის, ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილის მიერ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გაფორმებული კონტრაქტის პირდაპირი შედეგი და ასევე “ქართული ოცნების” გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგი.

დროა რომ პოლიტიკური კეკლუცობის, პოლიტიკური ფარისევლობის გვერდზე გადადებით დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა თუ მათ მართლა აღელვებთ სასამართლოს დამოუკიდებლობა,”-აცხადებს კახიძე.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მურუსიძეს მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

​მურუსიძეს მოსამართლეობის ვადა 4 იანვარს ეწურებოდა. ის  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო და ამ თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებდა.