ტრამპი შეხვდა ამერიკელ სამხედროს, რომელიც ჯარში მის გამო დაბრუნდა

ტრამპი შეხვდა ამერიკელ სამხედროს, რომელიც ჯარში მის გამო დაბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყში შეხვდა ამერიკელ სამხედროს, რომელიც ჯარში მის გამო დაბრუნდა. ამის შესახებ Fox წერს.

"დავუბრუნოთ ამერიკას დიდება,"- ამ სიტყვებით მიმართა თეთრი სახლის ლიდერს სამხედრომ. ასევე მან განმარტა, რომ ჯარში სწორედ დონალდ ტრამპის გამო დაბრუნდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედი მელანია ტრამპმა ერაყში, საშობაოდ ამერიკელი ჯარისკაცები მოინახულეს. შეხვედრა ალ-ასადის საავიაციო ბაზის რესტორანში შედგა.

"მათ მადლობა გადაუხადეს ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის და შობის დღესასწაული მიულოცეს“, - წერს თეთრი სახლის პრესმდივანი მიკრობლოგ Twitter-ზე.