"მეცადინეობდნენ... რას მეცადინეობდნენ, როდესაც ქუჩიდან ხალხს ყრიდნენ ციხეებში?"

დოლიძე ამბობს, რომ სწორედ 2016 წლის მოწვევის პარლამენტის და მისი უმრავლესობის წევრების პასუხისმგებლობაა ის, რომ ლევან მურუსიძე დღეს უვადო მოსამართლეა. დოლიძე სოფო კილაძის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც კილაძემ საკუთარ წარსულზე ისაუბრა:

"ეს არის ამ ხალხის უგუნური პოლიტიკის ბრალი და ვნახე საუბარი, როცა პატარა ვიყავი და უცხოეთში ვიღებდი განათლებასო. 1984 წელს არის ქალბატონი სოფო დაბადებული, 2006 წელს სრულწლოვანი მაინც უნდა ყოფილიყო. არაფერი მის ბიოგრაფიაში არ არის მითითებული სად იყო ამ დროს, მაგრამ მას უნდა სცოდნოდა, მე მგონი იცის ლევან მურუსიძის „ღვაწლის" შესახებ ჩვენს სასამართლო სისტემაში და კითხეთ კმაყოფილია ამ შედეგით? ...მათი კანონების მეშვეობით, კონკრეტულად სოფო კილაძე არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ერთ ერთი ყველაზე კრიტიკული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყველაზე უხეში დარღვევებით სავსე გადაწყვეტილება სულხან მოლაშვილის საქმე, ამის მოსამართლე დღეს საბჭომ უვადოდ გაამწესა იმ კანონების მეშვეობით, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო. სწორედ 2016 წლის პარლამენტმა. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ შედეგზე თუ არ აიღებენ, მათ პოლიტიკურად ამ პასუხისმგებლობას ააღებინებენ. თუ ჰგონია სოფო კილაძეს და ვიღაცეებს, ჩვენ დავსხდებით და იმ უდიდეს შრომას, მათ არ გაუწევიათ ეს შრომა 2012 წლამდე, არც ვანო ზარდიაშვილს, არც ირაკლი კობახიძეს, არც მამუკა მდინარაძეს, არც სოფო კილაძეს. მეცადინეობდნენ, რას მეცადინებოდნენ, როდესაც ქუჩიდან ხალხს ყრიდნენ ციხეებში? სამეცადინო დრო იყო მაშინ?" განცხადა ანა დოლიძემ „ტვ პირველის" გადაცემა „დღის ამბებში" საუბრისას.