"მურუსიძეს კი არა, იუსტიციის საბჭოს თუ უნდა იუდა ისკარიოტელს დანიშნავს მოსამართლედ"

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მმართველ უმრავლესობას ისეთ კანონები აქვს მიღებული, რომ იუდა ისკარიოტელსაც შეუძლია მოსამართლე გახდეს. მან სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ უმრავლესობას დააკისრა:

"ისეთ კანონებზე აქვთ ხელი მოწერილი, მათ შორის ქალბატონ სოფო კილაძეს, რომელიც იძლევა საშუალებას, ლევან მურუსიძე კი არა იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს ხვალ გასაუბრებაზე, საბჭო თუ ჩათვლის საჭიროდ, შეუძლია, ის დანიშნოს. ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა აქვს მმართველ უმრავლესობას და ამ ჯგუფს, რომელსაც იმედია, რომ პასუხი მოეთხოვება და პასუხისმგებლობა აქვს თავად ამ ჯგუფს, რომელიც დამკვიდრდა სასამრთლოს ფარგლებში“ - განაცხადა ანა "ტვ პირველთან" დოლიძემ.