ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ქუინსის რაიონის მცხოვრებლები უჩვეულო ცისფერი ნათების თვითმხილველები გახდნენ. ღამით სრულ სიბნელეში ცა მთლიანად გალურჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგური აფეთქდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ლაგუარდიას აეროპორტი.
ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა მეტროპოლიტენმაც.