სამოქალაქო აქტივისტი კონსტანტინე მორგოშია "ქართული ოცნების" მიმართ შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ასეთი პრინციპულები, როგორიც ერთმანეთან ხართ ნაცებთან, რომ იყოთ აჯობებდა. ეკა ბესელია არც ჩემი მეგობარია და არც ნათესავი, მაგრამ იქ სადაც ჩუგოშვილია ვიცე-სპიკერი და კობახიძე პარლამენტის თავჯდომარე, ბესელიას გადადგომა ცოტა არ იყოს და ტეხავს. ვერც მე-2 ტურში ისწავლეთ თქვენ ჭკუა და ვერც მე-3 რომ ყოფილიყო იქ ისწავლიდით. კალაძის და 2-3 კაცის გარდა, მანდ მთელი ოცნება სოროსის კანტორა ხართ და ეს უკვე სამარცხვინოც კი აღარაა...
ბესელია ისე მაინც მახსოვს 2006 წლიდან, სხვა თუ არაფერი და იბრძოდა მიშას წინააღმდეგ და ეს ოცნების 90% საიდან მოხვედით? გასაგებია, რომ დიდი ნაწილი ნაცებში იყავით და დანარჩენები?
"ქართული ოცნება" 10-15 კაცი, რომ გამოგაკლოთ ჩვეულებრივი სოროსის რიგით 523-ე არასამთავრობო ხართ. აი, ისეთი ბაია პატარაიას, რომ აქვს", - წერს მორგოშია.