ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადო გამწესებას გამოეხმაურა.
"მურუსიძე არის ყველაზე უპრინციპო მოსამართლე. მონა მოსამართლე. გირგვლიანის საქმეო რომ გაიძახის დღევანდელი ხელისუფლება, განაჩენი მაგ საქმეზე, სწორედ მურუსიძემ დააყენა. დღეს, მისი უვადოდ დანიშვნა არის უნამუსობა! თუ ეკა ბესელია მურუსიძის უვადოდ არჩევას მხარს არ უჭერდა საღოლ მაგას. სწორი პოზიცია მის მხარეს არის. დანარჩენი ბლა, ბლა, ბლა და ჰაერის გაფუჭებაა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.