გამზარდია: ”სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” დაშლისთვის ემზადება”

გამზარდია: ”სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” დაშლისთვის ემზადება”

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელშო სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს:

”სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” დაშლისთვის და შიგნით ოპოზიციური ფლანგის მოსამზადებლად ემზადება. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია აიხსნას, მმართველი პარტიის ერთი ნაწილის ბოლო პერიოდის კრიტიკა მეორე ნაწილის მიმართ.

ამრიგად, 2020-სთვის შეიძლება მივიღოთ “ქართული ოცნების” ორი ან რამდენიმე ნაწილი. პარადოქსი ისაა, რომ “ქართული ოცნების” კრიტიკული ნაწილი იმაზე აკრიტიკებს ხელისუფლებას, რის თქმაზეც არაერთ ჩვენგანს ესხმოდა თავს, როგორ გეკადრებათ, არ ხდება არასწორი არაფერიო.

პირადად, მე იგივე კრიტიკაზე არაერთი თავდასხმა და ლანძღვა მახსოვს, არადა დღეს იგივეს იმეორებენ, რასაც მეც და სხვებიც კარგა ხანია ვლაპარაკობთ.”- არჩილ გამზარდია.