ვინ არის ის 3 ადამისნი, ვინც მხარი არ დაუჭირა მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ არჩევას

ვინ არის ის 3 ადამისნი, ვინც მხარი არ დაუჭირა მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ არჩევას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი აცხადებს, რომ მურუსიძის უვადოდ გამწესებას მხარი მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე არ დაუჭირა.

მუსრუსიძის უვადოდ გამწესების წინააღმდეგ წავიდა ასევე არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. რაც შეეხება კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს, მან ბიულეტენი გადახაზა, რომელიც გაბათილდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ პროცესი იყო უკანონო.

"აიპიენის" ცნობით, ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართლეთა 11 ხმა მოიპოვა. ერთი ხმა ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო ორი იყო წინააღმდეგი.