საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ არჩევა შეაფასა:
“ეს ადამიანები, რომლებიც არიან ძირითადად დაპატრონებული სასამართლო სისტემას, იუსიტიციის საბჭოში აქვთ გავლენა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის და კონლფიქტი იუსტიციის საბჭოში ამ ადამიანების ჯგუფის, რომლებიც სხვა მოსამართლეებს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებენ ფარად და საკუთარ თავს ეძახიან სასამართლოს. ეს არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან, პარლამენტთან. ყველა დეპუტატი არის შეწუხებული ამ ფაქტით. შესაბამისად, მომავალი საპარლამენტო სესიებით უნდა მოხდეს ამ ადამიანების ჩამოშორება სასამართლოდან, უმტკივნეულოდ, ისე, რომ არ დაზარალდეს სასაამართლო სისტემა და რაც მთავარია, აღსრულდეს საზოგადოების დაკვეთა. ეს არის დემარში საზოგადოების წინააღმდეგ.
ეს იქნება დროში გაწელილი, თუმცა ძალიან ცუდად დამთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვინ დღეს სილა გააწნა მურუსიძის უვადო გამწესებით სააპელაციო სასამართლოს. მოგვიწევს ცოტა დროის დახარჯვა იმისთვის, რომ ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, მოვაშოროთ იქაურობას და შესაბამისად, ის რაც უნდა აღსრულებულიყო მათ მიმართ, უნდა აღსრუდლეს, რადგან ისინი იყვნენ დამნაშავეები სააკაშვილის რეჟიმის და სათანადოდ უნდა აგონ პასუხი ყველა უბედურებაზე", – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.