ცოტა ხნის წინ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს. მას იუსტიციის საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი. საბჭოს არასმოსამართლე წევრი ანა დოლიძე ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მურუსიძის არჩევა პროცედურული დარღვევებით მოხდა. დოლიძე მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.
"დღეს ძალიან სამარცხვინო რამ მოხდა. იუსტიციის საბჭო ყოველდღე გვანცვიფრებს სამარცხვინო გადაწყვეტილებებით, სად მივალთ ბოლოში არ ვიცით. ლევან მურუსიძის არჩევა ყველანაირი პროცედურის დარღვევით მოხდა. ის ფორმალურად უვადო მოსამართლედ დაინიშნა, თუმცა მთელ სასამართლოში იპარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში ეს ჯგუფი იპარპაშებს.
მე ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ არ გამოფხიზლდა "ქართული ოცნება" ეს არ იქნება იუსტიციის საბჭოს თავხედობის დასასრული”, - განაცხადა დოლიძემ.