"ბესელია სწორ პოზიციაზეა რომ ჯირყვნის „კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს“

დიახ, დღეს ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის „კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს", ოღონდ მათ მხოლოდ „9 წლის" მსახურებად მოიხსენიებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები, რომლებიც ახლა „ქართულ ოცნებაში" მიმდინარეობს არა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, არამედ სასამართლოზე გავლენისთვის ბრძოლაა.

„ეკა ბესელიას დაცვას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან გაჩერებული საათიც კი დღე-ღამეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. დიახ, დღეს ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს, ოღონდ მათ მხოლოდ „9 წლის" მსახურებად მოიხსენიებს. ესენი 9 წლის მერე უკვე 6 წელია არიან, ივანიშვილს ემსახურებიან და თქვენ ხელში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენენ, რაც თქვენ არასდროს გაგიპროტესტებიათ. მეტიც, ტურავა რომ „სიმულანტობდა", თქვენ მას უმსგავსოდ ამართლებდით. განსხვავებით იმ 9 წლისგან, ეს ხალხი ახლა ფულსაც აკეთებს. ამდენად, რაც ახლა „ოცნებაში" ხდება, არა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, არამედ სასამართლოზე გავლენისთვის ბრძოლაა", - განაცხადა გიგი უგულავამ.