უმრავლესობის ლიდერი განხეთქილებას ადასტურებს:

უმრავლესობის ლიდერი განხეთქილებას ადასტურებს: "მმართველ გუნდში სერიოზული უთანხმოებაა"

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოებაა, მაგრამ კარგია, რომ ეს პრინციპების დონეზე არ არის.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, არავინ დავობს იმაზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, ასევე სასამართლოს სისტემაში სერიოზული პროგრესია.

„კონკრეტულ საკითხებსა და გადაჭრის გზებზე გაუგებრობა დღესაც დაფიქსირდა, თუმცა ამაზე კონსენსუსი მიიღწევა. გუშინ გუნდმა და პარლამენტმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღნიშნული საკითხი ფორსირებულ და ნაჩქარევ რეჟიმში არ განხილულიყო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.