ეკა ბესელია სოფო კილაძეს:  „დაწყნარდი, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და მერე მოხვიდე“

ეკა ბესელია სოფო კილაძეს: „დაწყნარდი, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და მერე მოხვიდე“

უმრავლესობის წევრებს შორის მცირე კამათი მოხდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ეკა ბესელიას განცხადებას განიხილავენ.

იურიდიული კომიტეტის სხდომას არაწევრი დეპუტატებიც ესწრებიან მმართველი გუნდიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელმაც სხდომაზე სიტყვა რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა ეკა ბესელიამ მას რიგითობის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც სოფო კილაძის პროტესტი მოჰყვა.

„დაწყნარდი, რიგითობა შენ განსაზღვრე იქ, სადაც განსაზღვრავ. დაწყნარდი. შეგიძლია გაიარ-გამოიარო და მერე მოხვიდე", - მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძეს.