ნიკა გვარამია მიმართვას აქვეყნებს და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მურუსიძე დღეს გასაუბრებაზეა დაბარებული. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს წარმატებით გაივლის, ის უვადო მოსამართლე გახდება.
"და ამ უვადოდ დანიშნულ ზომბ მოსამართლეებს სერიოზულად ჰგონიათ, რომ უვადოდ ისხდებიან მოსამართლის სავარძლებში? ვაი, თქვენ პატრონს მართლა. პირველი თქვენ მიპინტრიშდებით, ხელისუფლება როგორც შეიცვლება. არ მიპინტრიშდებით, და გადაგყვებათ უკვე ის ახალი ხელისუფლება, თუ ისიც შეგეკრათ.
უვადოდ არა კვახი. ოცნების მმართველობის ვადით ხართ ყველა. დაელოდეთ სასამართლო რეფორმას და წმენდას მაგ ავღიას თავლაში. coming soon", - წერს ნიკა გვარამია.