პრემიერი მამუკა ბახტაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ბესელიას გადადგომას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალბატონი ეკას პირადი პოზიციაა და სხვა განმარტებას ვერ გააკეთებს.
"ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება. მან გააკეთა განმარტება. ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ" - აღნიშნა პრემიერმა.