ისრაელში პარლამენტი ვადამდე დაითხოვეს

ისრაელში პარლამენტი ვადამდე დაითხოვეს

ისრაელის პარლამენტმა დღეს თვითდათხოვნას და ვადამდელი არჩევნების 9 აპრილს ჩატარებას მხარი დაუჭირა. სწორედ ამ არჩევნების შედეგებით მოხდება ახალი მთავრობის ფორმირებას და ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნას. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გამოკითხვების თანახმად ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერმინისტრობას ზედიზედ მეოთხედ და კარიერაში მეხუთედ უწინასწარმეტყველებენ.

გადაწყვეტილებას მესამე მოსმენაზე მხარი  ქნესეთის 102-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი - 2 წავიდა.