ტრიპოლიში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ტრიპოლიში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ტრიპოლიში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ Express-ი წერს.

ტერორისტულ თავდასხმას ლიბიის დედაქალაქში 3 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტთა სამიზნე ტრიპოლის დიპლომატიური კვარტალი გახდა. მათ ცეცხლი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას გაუხსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეორე თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიღუპა.