Brexit-ი შესაძლოა პინგვინებსაც შეეხოს

Brexit-ი შესაძლოა პინგვინებსაც შეეხოს

ბრიტანეთის ბუნების დამცველი ორგანიზაციები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ Brexit-ის შემდეგ უნიკალური სახეობის პინგვინების დაცვის პროგრამას ევროკავშირი აღარ დააფინანსებს, ბრიტანეთის გარემოს დაცვის სამინისტროს კი 2020 წლის შემდეგ პროექტის დაფინანსების ვალდებულება ჯერჯერობით არ აუღია. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

დღეისათვის გადაშენების პირას მყოფი როკჰოპერის სამხრეთული პინგვინების პუპულაციის მესამედი ფოლკლენდის კუნძულებზე მოდის. ევროკავშირს მათი გადარჩენის პროექტის დაფინანსების ვალდებულება 2020 წლამდე აქვს აღებული.