ლუკაშენკო პუტინს შეხვდა

ლუკაშენკო პუტინს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს შეხვდა. პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა 4 საათის განმავლობაში ისაუბრეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა. ლიდერები შეხვედრამდე მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

მათი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს.

ლუკაშენკომ მთავარ გამოწვევად გაზის მაღალი ტარიფი დაასახელა. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირის ფასის ცვლილების განხილვა მხოლოდ 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი.