სვანური ელარჯი - თაშმიჯაბი

სვანური ელარჯი - თაშმიჯაბი

ინგრედიენტები

კარტოფილი - 1 კგ

ჭყინტი ყველი - 500 გ

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და მუნდირით მოვხარშოთ.

ყველი გავხეხოთ. მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ, ჩავდოთ სქელძირიან ქვაბში და ჩავჭყლიტოთ.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, კარტოფილი შევათბოთ, დავაყაროთ გახეხილი ჭყინტი ყველი, მოვაყაროთ მარილი და შევაზილოთ ერთმანეთს.