ორგანიზაცია “ამბრელას” დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს გუშინდელი ტრაგედიის შესახებ:
"ორი ბიძაშვილი უნდა დავასაფლავო, ორ ახალგაზრდა ბიჭს მიწა უნდა დავაყარო. განსაკუთრებული სისასტიკეო, ბიჭები კი არ დაჭრეს, დაჩეხეს. საავადმყოფომდე ვერ ჩააღწიეს, გზაში სისხლისგან დაიცალნენ, მერე უცებ ტკივილი გაქრა და აწი იქნება სულ ძილი.
ბიჭებო, თქვენ მოგიკვდით მე, როგორ გაგვამწარეთ, არც ძილი მეკარება და ვერ ტირილს ვიჩერებ", - ლუკა ფეიქრიშვილი.