"ვერავინ გამიბედავს თქვას, რომ მე მაქვს არაკანონიერი შემოსავალი" 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, მას არაკანონიერი შემოსავალი არ აქვს. ეს განცხადება მან იმ კვლევის საფუძველზე გააკეთა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა.

„ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არის ყველაფერი გამჭვირვალე და ამ პოზიციას და პრინციპს ყოველთვის ვიცავ. მე დასამალი არაფერი მაქვს. ვერავინ გამიბედავს, რომ თქვას, რომ მე მაქვს არაკანონიერი შემოსავალი,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი.