გიორგი გახარია ბევრს აკვირვებს სახელმწიფოებრივი აზროვნებით

გიორგი გახარია ბევრს აკვირვებს სახელმწიფოებრივი აზროვნებით

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შს მინისტრის გიორგი გახარიას შესახებ წერს და 21 დეკემბერს პარლამენტში მის ვიზიტს აფასებს.

“გიორგი გახარია, ბიზნესომბუდსმენად მუშაობის დროს, გაკვირვებული იყო საჯარო მოხელეთა და სხვათა არასახელმწიფოებრივი მიდგომებით. თავის მხრივ, გიორგი გახარია ბევრს აკვირვებს სახელმწიფოებრივი აზროვნებით. 21 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელწიფოებრივად მოაზროვნე მინისტრს ქვეყნისთვის სასიკეთო ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია. რასაც დღეს ვკითხულობ მინისტრ გახარიაზე, კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა, რომ ხალხი მოითხოვს უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სახელწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გამწესებას. იმედი მაქვს, მთავრობაშიც და პარლამენტშიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვიხილავთ, ვისაც შეეძლება გახარიასავით გაბედულად ჩახედოს თვალებში ოპონენტს და უპასუხოს ყველაზე უტიფარსაც კი. ამ გამბედაობას მხოლოდ სისუფთავე განაპირობებს.

და რწმენა, რომ ემსახურები არა მხოლოდ ქვეყანას, სახელწიფოს, არამედ და უპირველესად, – სამშობლოს! გიორგი გახარია 21 დეკემბრის გმირია. საერთოდაც, 2018 წლის პერსონად სწორედ გიორგი გახარიას დავასახელებ, რადგან მან არაერთი უმძიმესი ვითარებიდან ღირსეულად გამოიყვანა ჩვენი ქვეყანა. გიორგი გახარიამ სხვა სიმაღლეზე აიყვანა სახელმწიფო მოხელის სტატუსი. აქამდე თუ მეტნაკლებად ახერხებდნენ კრიზისის დაძლევას, გახარიამ ყურადღება გაამახვილა კრიზისის პრევენციაზე, რაც უთუოდ გამოარჩევს არამხოლოდ წინამორბედი მინისტრებისგან, არამედ, საერთოდ, იმ სახელმწიფო მოხელეთაგან, ვისაც თავი “დიდი მეხანძრე” ჰგონია. მახარებს ის ამბავი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას და, შესაბამისად, იმ ხედვას და მიდგომებს, რაც ასე აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობისთვის. ამავდროულად, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების წარმატებული მცდელობა და, იმედი მაქვს, ახალ 2019 წელს ამ პოლიტიკით არა მხოლოდ საფრთხეებს ავიცილებთ, არამედ წარმატებასაც მივაღწევთ. მერედა, როგორ გვჭირდება წარმატება!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.