გერმანიაში უკანასკნელი ქვანახშირის მაღარო დახურეს

გერმანიაში უკანასკნელი ქვანახშირის მაღარო დახურეს

გერმანიაში უკანასკნელი ქვანახშირის მაღარო დაიხურა, რომელიც ქალაქ ბოტროპში მდებარეობს. Deutsche Welle-ს ცნობით, მას გიგანტურ მზის ბატერეად გადააქცევენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში ქვანახშირის მოპოვება დასრულდა და მისი საზღვარგარეთიდან იმპორტი მოხდება.

მაღაროს დახურვის საზეიმო ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დაესწრო.