აშშ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს შუალედურ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს შუალედურ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

ვაშინგტონის მორიგი ბრალდებები მოსკოვის, პეკინისა და თეირანის მისამართით. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელმა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მთავრობები აშშ-ის 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

დენიელ ქოუთსის ოფიციალური განცხადება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „რუსეთი და სხვა სახელმწიფოები, მათ შორის ჩინეთი და ირანი, არჩევნებზე გავლენისა და საკუთარი, სტრატეგიული ინტერესების გატარების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ“.

გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა დეპარტამენტს გადაეცემა. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებები დადასტურდება, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიმართავს - კანონმდებლობის მიხედვით ავტომოტურად ამოქმედდება ახალი სანქციებიც.

აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს.

ნოემბრის არჩევნებზე ქალების აქტივობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და კონგრესში 112 ქალი შევიდა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 29 წლის ალექსანდა ოსაკიო-კორტესი.