ტოლმა ვაზის ფოთოლში

ტოლმა ვაზის ფოთოლში

ტოლმის კიდევ ერთი უგემრიელესი ნაირსახეობა – ტოლმა ვაზის ფოთოლში. მოამზადეთ და დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრა.

მომზადების დრო: 90 წუთი

რაოდენობა: 8 ულუფა

რეცეპტის ინგრედიენტები

1   კგ. საქონლის ხორცი ან შერეული

100   გრ. ბრინჯი

4   თავი ხახვი

500   გრ. არაჟანი ან მაწონი

ვაზის ფოთოლი

მარილი და პილპილი

1   კონა ქინძი

1   კონა ოხრახუში

უცხო სუნელი

ხმელი ქინძი

4   კბილი ნიორი

რეცეპტის მომზადების საფეხურები

საქონლის ხორცი (სურვილისამებრ, შეურიეთ ღორის ხორცი) პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაატარეთ აგრეთვე ხახვი, მწვანილები და ნიორი. გატარებული ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და მარილი, პილპილი და სუნელები დაუმატეთ. შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი. კარგად აურიეთ.

ვაზის ფოთოლი გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და მალევე ამოიღეთ წყლიდან, გაშალეთ და გააცივეთ.

ხორცის პატარ–პატარა გუნდები მზა ვაზის ფოთოლში გაახვიეთ. ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ. დაასხით მარილიანი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. როცა მოიხარშება, ამოიღეთ ლაგარზე და მოასხით მაწონი არ ანაჟანი. გემრიელად მიირთვით!