ეუთოს ანგარიში: ჩეჩნეთში ხალხს აწამებენ, იტაცებენ და გაუსამართლებლად სჯიან

ეუთოს ანგარიში: ჩეჩნეთში ხალხს აწამებენ, იტაცებენ და გაუსამართლებლად სჯიან

ეუთოს საგანგაშო ანგარიში ჩეჩნეთზე - ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება მიმართავს წამებას, ხალხის გატაცებას, გაუსამართლებლად დასჯას და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას.

ექსპერტების თქმით, მსხვერპლი მოიცავს, როგორც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, ისევე, უფლებადამცველ აქტივისტებს, ადვოკატებს, დამოუკიდებელი მედიის თანამშრომლებს და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, ანგარიშის ავტორები მუშაობისას შეესწრნენ თუ როგორ ახდენდნენ მთავრობის წევრები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინებას. ანგარიშში ჩეჩნეთი გამოყოფილია როგორც საგანგებო შემთხვევა-გამონაკლისი, სადაც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაუსჯელობის მიმართ შემგუებლობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.