ლონდონში გეთვიკის აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო რეისები გადაიდო

ლონდონში გეთვიკის აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო რეისები გადაიდო

დრონების გამოჩენის გამო, ლონდონში გეთვიკის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. ასაფრენ ბილიკზე ორი დრონი შენიშნეს, რის გამოც რეისების შესრულება დროებით გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხო იმ თვითმფრინავებს, რომლებიც აეროპორტში დაშვებას გეგმავდნენ.

გეთვიკის აეროპორტში დრონები გუშინ საღამოს გამოჩნდნენ. მოგვიანებით, რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები კიდევ ერთხელ შენიშნეს.