რუსეთში ვალუტის კურსის მაჩვენებელი ტაბლოები აიკრძალა

რუსეთში ვალუტის კურსის მაჩვენებელი ტაბლოები აიკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც ვალუტის კურსზე ინფორმაციის შემცველ ტაბლოების ქუჩაში განთავსება იკრძალება. ამავე, კანონით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს დაევალა გადაწყვიტოს, როგორ მიაწვდიან ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები კლიენტებს ინფორმაციას ვალუტის გაცვლის კურსის შესახებ.

ტაბლოების აკრძალვის ინიციატივა ცენტრალური ბანკს ეკუთვნის, რომლის შეფასებითაც, აკრძალვა ხელს შეუწყობს ვალუტის გასაცვლელ უკანონო ობიექტებთან ბრძოლას

ვალუტის პირველი გადამცვლელები რუსეთში 1991 წლიდან გამოჩნდნენ.