ჩინეთის ქალაქში შობის აღნიშვნა აკრძალეს

ჩინეთის ქალაქში შობის აღნიშვნა აკრძალეს

ჩინეთის ქალაქ ლანფანის მთავარობამ შობის საჯარო ზეიმი აკრძალა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

აკრძალვა ეხება საშობაო დეკორაციებსა და ღონისძიებებს, რომლებიც დღესასწაულს უკავშირდება.

მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ მაღაზიებმა არ უნდა ჩაატარონ საშობაო წარმოდგენები და არ ჩაერთონ სარეკლამო აქციებში.

სასჯელი ემუქრებათ ასევე ნაძვის ხეების, სანტა კლაუსის ფიგურებისა და სხვა საშობაო დეკორაციების გამყიდველებს.

მედიის ცნობით, კათოლიკური შობა ჩინეთში დღესასაწაული არ არის, თუმცა საშობაო ატრიბუტიკა ბევრ ქალაქში პოპულარულია.