ჯორჯ სოროსი „წლის ადამიანად“ დაასახელეს

ჯორჯ სოროსი „წლის ადამიანად“ დაასახელეს

ფინანსისტი ჯორჯ სოროსი „წლის ადამიანად“ დაასახელეს. ეს ტიტული მას ბრიტანულმა გამოცემამ Financial Times-მა მიანიჭა.

სოროსს "წლის ადამიანის" სტატუსი აქტიურობისა და ლიბერალური ხედვის გამო მიანიჭეს.

" სოროსის შერჩევა ასევე უკავშირდება იმ ღირებულებებს, რომელსაც ის წარმოადგენს. ის ლიბერალური იდეებისა და ღია საზოგადოების მედროშეა“, - ნათქვამია გაზეთ Financial Times-ის განცხადებაში.

ჯორჯ სოროსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ჰეჯ-ფონდი Soros Fund Management-ის დამფუძნებელია. ჟურნალი Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება 25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.