2018 წელს რუსეთში აღებულმა ქრთამმა საერთო ჯამში 1,8 მილიარდი რუბლი შეადგინა

2018 წელს რუსეთში აღებულმა ქრთამმა საერთო ჯამში 1,8 მილიარდი რუბლი შეადგინა

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 2018 წელს, სხვადასხვა თანამდებობის პირებმა ქრთამის სახით 1,8 მილიარდი რუბლი აიღეს.

"2018 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 290 მუხლით ("ქრთამი") წარმოებული სხვადასხვა საქმეების მიხედვით, სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, ქრთამის სახით, საერთო ჯამში, 1,8 მილიარდი რუბლი აიღეს.

ხოლო ქრთამის საშუალო თანხა 609 ათასი რუბლია," - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენოიმ.