ორაგულის ტერიაკი იაპონურად

ორაგულის ტერიაკი იაპონურად

თუ ხართ გურმანი და მოგწონთ აზიური სამზარეულო, მიყევი ჩვენს რეცეპტს. მოამზადე კერძი მარტივად ჩვენთან ერთად.

ინგრედიენტები

570 გრამი სალმონის ფილე  (ორაგული)

340 გრამი მწვანე ლობიო

1.5 ჭიქა თეთრი ბრინჯი

60 გრამი ჯინჯერი

4 ცალი მწვანე ხახვი

4 ჩაის კოვზი ტერიაკის სოუსი

მომზადების ინსტრუქცია

ტერიაკის სოუსი / ტერიაკის სოუსი

გამოვიღოთ მააცივრიდან ტერიაკის სოუსი და ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ მანამ, სანამ არ მივალთ მომზადების მე_5 ეტაპამდე.

განაცალკევეთ მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი და მწვანე ნაწილი ერთმანეთისგან და დაჭერით ჯინჯერთან ერთად.

ჯინჯერი და ხახვის თეთრი ნაწილები

გააცხელეთ საშუალო ქვაბი დაბალ ცეცხლზე, ამის შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი, დაუმატეთ ჯინჯერი და ხახვის თეთრი ნაწილები. გააჩერეთ 1 წუთი, დაუმატეთ ბრინჯი და მოხრაკეთ 1-2 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ დაუმატეთ წყალი, ისე რომ მოიხარშოს ბრინჯი და ქვაბს თავზე დაახურეთ.

ორაგულის ფილე

სანამ ბრინჯი მოიხარშება, სალმონი ცოტათი დაასველეტ და მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. ცივ ტაფაზე დავდოთ ორაგულის ფილე. საშუალო ცეცხლზე დადგით 6-7 წუთის განმავლობაში.

ორაგულის გამოღების შემდეგ

ორაგულის გამდოღების შემდეგ, ტაფას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი და დაყარეთ მწვანე ლობიო, მოაყარეთ მარილი და პილპილი. 5-6 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ცეცხლზე.

ბრიჯი, მწვანე ლობიო, ორაგული

მოათავსეთ თეფშზე ბრიჯი, მწვანე ლობიო, ორაგული და ბოლოს მოასხით ტერიაკის სოუსი.